ცნობილი ადამიანების საჯარო და პირადი პერსონები ხშირად ერთმანეთისგან რადიკალურად განსხვავებულია. იშვიათად თუ დავინახავთ, თუ ვინ არის ესა თუ ის მსოფლიო დონის ვარსკვლავი რეალურ ცხოვრებაში.
ტორონტოს კინოს ფესტივალზე, ფოტოგრაფმა ენდრიუ ვოლკერმა ყველასთვის ნაცნობ ჰოლივუდის ვარსკვლავებს სთხოვა კამერასთან გამოეჩინათ მათი პირადი და საჯარო პერსონები.
პორტრეტის ერთი მხარე გვიჩვენებს, თუ როგორები არიან ცნობილი ადამიანები საჯარო ყურადღების ცენტრში, მეორე მხარე კი იმას, რასაც ვარსკვლავები ხშირად საჯაროდ არ აჩენენ.
ფოტოგრაფმა ამოცანად დატოვა იმის გაგება, თუ ფოტოზე ასახული რომელი ემოცია შეესაბამება ცნობილი ადამიანის პერსონალურ და საჯარო სახეს.