აწარმოე საქართველოში

ვასაძის კომპანიას სახელმწიფომ 600 ათასით დაუფინანსა შეღავათიანი აგროკრედიტი

ლევან ვასაძე

"თავისუფლების მონიტორის" ინფორმაციით, რომელიც სტუდია მონიტორისა და რადიო თავისუფლების ერთობლივი პროექტია, ლევან ვასაძის კომპანია სს ბაგრატიონი 1882-მა სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოში"-ს ფარგლებში შეღავათიანი აგროკრედიტის სახით 600 ათასი ლარი მიიღო.

"კანონის ფარგლებში როდესაც სახელმწიფო აანონსებს ბიზნესის წახალისების, გენაცალე, ნებისმიერ პროგრამას, ჩვენ მასში სიხარულით ვმონაწილეობთ. მე ძალიან მიხარია და ეგეთი პროგრამები ბევრად მეტი უნდა იყოს" - უთხრა თავად ვასაძემ სტუდია მონიტორს.

პროგრამა აწარმოე საქართველოში მიზნად ისახავს სამეწარმეო გარემოს გაუმჯობესებას, კერძო სექტორის განვითარებას, საინვესტიციო კლიმატის პოპულარიზაციასა და ექსპორტის ხელშეწყობას. პროგრამას სამი მიმართულება აქვს: ბიზნესის, ექსპორტისა და ინვესტიციის. ადგილობრივი წარმოების ხელშეყწობის მიზნით, პროგრამის ფარგლებში მთავრობა შეღავათიან კრედიტებსაც გასცემს.

კომენტარები