აწარმოე საქართველოში

გამოწვევების ეკონომიკიდან შესაძლებლობის ეკონომიკამდე - სუბსიდირების ახალი პროექტი

გიორგი კვირიკაშვილი და გიორგი გახარია
facebook.com/KvirikashviliOfficial

"საქართველო გამოწვევების ეკონომიკიდან შესაძლებლობების ეკონომიკად უნდა გარდაიქმნას", - განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა გიორგი გახარიამ სახელმწიფო პროგრამა "აწარმოე საქართველოშის" განახლებული კონცეფციის წარდგენაზე. პროექტის პრეზენტაციას პრემიერი გიორგი კვირიკაშვილიც დაესწრო. პროექტის მიხედვით, შეიქმნება ახალი სააგენტო სახელწოდებით "აწარმოე საქართველოში" და ის სამ მიმართულებას გააერთიანებს.

რა იცვლება უკვე არსებულ პროექტ "აწარმოე საქართველოში":

პროექტი სამ მიმართულებას გააერთიანებს, პირველი მიმართულება "აწარმოე საქართველოში - ბიზნესია". ეს კომპონენტი მუშაობას გააგრძელებს მცირე და საშუალო კომპანიების მხარდასაჭერად და მათ შეღავათიან ფინანსურ რესურსს მიაწვდის, რაც ძირითადად კრედიტის საპროცენტო განაკვეთის სუბსიდდირებაში გამოიხატება.. ამასთანავე შეიქმნება ერთიანი ფრონტ ოფისი, რომელიც მეწარმეებს, რომლებსაც ამ პროექტში ჩართვა სურთ გაუმარტივებს სერვისების მიღებას. 

"აწარმოე საქართველოში - ექსპორტი":

სააგენტო აწარმოე საქართველოში ექსპორტის მხარდაჭერის მიმართყლებასაც გააერთიანებს. პროექტის მიხედვით, ეს იქნება მედიატორის ფუნქციების უწყება. ამასთანავე სტრუქტურა ექსპორტზე ორიენტირებულ ბიზნესებს ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს. "დახმარება მიმართული იქნება, რათა ბიზნესებმა შეძლონ უცხოურ ბაზრებზე შესვლა და თავის დამკვიდრება, ასევე მონაწილეობა მიიღონ საერთაშორისო გამოფენებში", - წერია პროგრამის აღწერილობაში.

"აწარმოე საქართველოში - ინვესტიცია":

განახლებულ სააგენტოში ერთიანდება სახელმწიფოს მიერ შექმილი ბრენდი - "Invest in Georgia" პროგრამა ინვესტორთათვის კონკრეტული პროექტების შემუშავებით დაკავდება. უწყების ფუნქცია იქნება საქართველოს, როგორც საინვესტიციოდ მიმზიდველი ქვეყნის პოპულარიზაცია. 

ამასთავანე მთავრობის გადაწყვეტილებით, მუშაობას დაიწყებს კომერციული ატაშეების ინსტიტუტი. კომერციული ატაშეები თავდაპირველად მუშაობას დაიწყებენ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორო ქვეყნების საელჩოებში და ადგილზე საქართველოს პოპულარიზაციას მოახდენენ. 

სააგენტოს ბიუჯეტი სავარაუდოდ, დაახლოებით 50 მილიონი ლარი იქნება.

კომენტარები