სამხედრო აღჭურვილობა

მფრინავი დაფის ფრანგმა გამომგონებელმა 20 წუთი უწყვეტად ფრენა ვერ შეძლო

მფრინავი დაფის გამომგონებელმა, ფრენკ ზაპატამ, რეაქტიული მფრინავი დაფით 20 წუთი უწყვეტად ფრენა ვერ შეძლო. ზაპატა წყალში ჩავარდა. ინფორმაციას BBC ავრცელებს

40 წლის სკუტერისტ ჩემპიონს მიზნად ჰქონდა, საფრანგეთის ჩრდილოეთიდან ინგლისის სამხრეთამდე მანძილი 20 წუთში დაეფარა. ზაპატა არ დაშავებულა.  

ზაპატას მეგობრები ინციდენტს "დიდ იმედგაცრუებად" აფასებენ და ამბობენ, რომ ფრენამდე მან არაერთხელ ივარჯიშა.  

"ჩვენ ფრენის ახალი მეთოდი მოვიფიქრეთ. ადამიანს შეუძლია, ფრთების გარეშე იფრინოს. საკუთარი სხეულით დაფრინავ, ისევე, როგორც ჩიტი. ეს ბავშვობის ოცნებაა",-უთხრა ზაპატამ ჟურნალისტებს აფრენამდე.  

ფრენკ ზაპატას გამოგონებამ ყურადღება საფრანგეთში ბასტილიის დღესთან დაკავშირებით გამართულ ტრადიციულ სამხედრო აღლუმზე მიიქცია. ზაპატას მიერ შექმნილი მოწყობილობა სკეიტბორდის ზომისაა. ის ხუთი პატარა რეაქტიული ძრავის საშუალებით დაფრინავს. პროექტისთვის მას 1,3 მილიონი ევროს გრანტი გამოუყვეს.   

კომენტარები