მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი ბახტაძეზე: ქურდობამ იცის ლარის კურსის ვარდნა და ეკონომიკის გაჩერება, ქურდობამ

პრემიერმინისტრმა გამოაცხადა, რომ თურმე ლარის გაუფასურება არის მიტინგებისა და ოპოზიციის აქტიურობის ბრალი. კი მაგრამ, ჩემს დროს ეკონომიკა გაიზარდა 4-ჯერ, მაშინ, როცა სულ გვარყევდნენ, სულ მიტინგებს გვიწყობდნენ, სულ არეულობა იყო, მათ შორის, ერთი-ორჯერ სამხედრო გადატრიალების მცდელობა იყო და მაინც ვიზრდებოდით, მაინც სწრაფად ვვითარდებოდით. უნდა ვუთხრა [ბიძინა] ივანიშვილს და მის შნირებს: ქურდობამ იცის ლარის კურსის ვარდნა და ქურდობამ იცის ეკონომიკის გაჩერება, ქურდობამ და თქვენ ხართ ქურდები. და ქურდები უნდა მოშორდეთ. და მოშორდეთ სადღაც კი არა, მოშორდეთ ციხეში პირდაპირ. მე მინდა, გავიმეორო ისევ, ქურდების ადგილი არის ციხეში. თქვენისთანა დიდი ქურდების ადგილი კი, დიდი ხნით ციხეში

ექსპრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ამის შესახებ Facebook-ის ოფიციალურ გვერდზე გავრცელებულ ვიდეო მიმართვაში ისაუბრა. სააკაშვილი პრემიერმინისტრ მამუკა ბახტაძეს ეხმაურება, რომელიც ლარის გაუფასურებას ნაციონალურ მოძრაობას აბრალებს. პრემიერის შეფასებით, სწორედ "ამ ავანტიურისტებმა" შექმნეს "ნეგატიური ტალღა" 20 ივნისის შემდეგ. ეროვნული ვალუტა ბოლო 4 თვეში 23 თეთრზე მეტით გაუფასურდა.

კომენტარები