ფშაველი-ომალოს გზაზე მაშველებმა კიდევ ერთი მოქალაქის ცხედარი იპოვეს.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე დღეს დილიდან განახლდა სამძებრო-სამაშველო ღონისძიებები და სამუშაოებში მძიმე ტექნიკაც ჩაერთო.
მათივე ცნობით, ამ დროისთვის სამძებრო სამუშაოები კვლავ გრძელდება.
შემთხვევა გუშინ, 27 ივლისს მოხდა. თელავის რაიონში, ფშაველი-ომალოს დამაკავშირებელი გზის მე-20 კილომეტრზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას, ბოლო მონაცემებით 6 ადამიანი ემსხვერპლა. სატვირთო მანქანაში 12 მგზავრი იმყოფებოდა.
სამაშველო ოპერაციისას მაშველებმა 5 მოქალაქე გადაარჩინეს, მათ შორის სამი, თელავის რეფერალურ საავადმყოფოში იყო მოთავსებული. მოქალაქეები სამედიცინო დაწესებულებიდან უკვე გამოწერეს.