ცნობილი ადამიანები

"მე გაბზარული კაცი ვიყავი" - ელტონ ჯონმა 29-წლიანი სიფხიზლე აღნიშნა

The guardian

ლეგენდარულმა მომღერალმა, ელტონ ჯონმა საკუთარ Facebook-ზე პოსტი დაწერა, სადაც ხალხს ამცნო რომ უკვე 29 წელია ფხიზელია.

"29 წლის წინ ამ დღეს, მე ვიყავი გაბზარული კაცი. საბოლოოდ, მე მოვიკრიბე სიმამაცე, რომ მეთქვა ჩემი ცხოვრების შემცვლელი სამი სიტყვა - "მე დახმარება მჭირდება". დიდი მადლობა ყველა თავდაუზოგავ ადამიანს ფხიზლად ცხოვრებაში დახმარებისთვის. მე განუზომლად მადლიერი ვარ", - დაწერა მომღერალმა.

პოსტის ქვეშ მომღერლის გულშემატკივრების უმეტესობამ ელტონ ჯონს მათი ინსპირაცია უწოდა.

ამ წლის კანის ფესტივალზე ელტონ ჯონმა გამოცემა Variety-თან ნარკოტიკულ საშუალებებზე დამოკიდებულებაზე ისაუბრა.

"ცხოვრება რითიც ვცხოვრობდი, დავფრინავდი Starship-ით [პირადი ვერტმფრენი], ვცხოვრობდი ლამაზ სახლებში, ვყიდულობდი ყველაფერს - ეს არ არის ნორმალური ცხოვრება, ყოველ შემთხვევაში ის, როგორც მე ვიყავი. როდესაც ჩემი ცხოვრების შეცვლა გადავწყვიტე, დავიფიქრე რომ რაღაცები არასდროს აღარ მოხდებოდა. მე გადარჩენილი ვარ", - ამბობდა ელტონ ჯონი.

კომენტარები