ლარის გაუფასურება

სებ-ის ვიცეპრეზიდენტი: კურსი უფრო გაუფასურებულია, ვიდრე საგარეო შოკის ზომა მიუთითებს

მთლიანობაში თუ შევხედავთ სავალუტო ბაზარსა და კურსზე მოქმედ ფაქტორებს, მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს პირველ კვარტალში გაუმჯობესების ტენდენცია ჰქონდა, მეორე კვარტალშიც უმჯობესდება. დღეს გამოქვეყნდა ივნისის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი, რომელიც საკმაოდ მაღალია. გარდა ამისა, სავაჭრო დეფიციტი უმჯობესდება, ფულადი გზავნილები იზრდება, თუმცა რუსეთიდან ტურისტებზე ემბარგოს დაწესებამ გაზარდა უარყოფითი მოლოდინები, ასევე შეამცირა ტურიზმიდან შემოსავლები დაგეგმილთან შედარებით, რამაც თავის მხრივ გავლენა იქონია სავალუტო ბაზარზე. თუმცა, ჩვენი შეფასებით, ნომინალური ეფექტური გაცვლითი კურსი, რომელსაც ამ წუთებში ვაკვირდებით, არის უფრო მეტად გაუფასურებული, ვიდრე ამას საგარეო შოკის ზომა მიუთითებს. ჩვენ ინტენსიურად ვაკვირდებით სავალუტო ბაზარს და იმისთვის, რომ საშუალოვადიან პერიოდში არ დავუშვათ სავალუტო კურსიდან ინფლაციაზე ზეწოლა, ჩვენ გამოვიყენებთ ჩვენს ხელთ არსებულ ინსტრუმენტებს, თუ ლარის გაუფასურების ტენდენცია გაგრძელდება

ინტერპრესნიუსის ცნობით, ეროვნული ბანკის ვიცეპრეზიდენტი არჩილ მესტვირიშვილი ლარის მკვეთრ გაუფასურებაზე.

კომენტარები