მინდა დავაფიქსირო ევროპული საქართველოს მკაფიო განსხვავება იმ ოპოზიციური ძალის ლიდერთან, რომელმაც 2008 წლის აგრესიული სამხედრო ეთნიკური წმენდა შეადარა 2012 წლის არჩევნების შედეგებს. ეს ძალიან არასწორი შედარებაა, ბუნებრივია, რომ მცდარია და მეტს აღარ გავაგრძელებ.
ის, რომ 2012 წელს ვიღაცამ წააგო არჩევნები და ვიღაცამ მოიგო, თუნდაც ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელმა ძალამ, რომელიც რუსეთის ამოცანებს აადვილებს ქვეყანაში, არ ნიშნავს, რომ ეს შეიძლება შევადაროთ სამხედრო აგრესიას 2008 წელს