აშშ-ში, პენსილვანიის შტატში საბავშვო ბაღში გაჩენილ ხანძარს 5 ბავშვი ემსხვერპლა.
ქალაქ ერიში, Harris Family Day Care- ის სამსართულიან შენობაში ცეცხლი 1:15- ზე გაჩნდა. ქალაქის სახანძრო დეპარტამენტის უფროსის თქმით გარდაცვლილი ბავშვების ასაკი 8 თვიდან 7 წლამდეა
შემთხვევის შედეგად ასევე დაშავდა ბაღის მასწავლებელი და მეზობელი.
ხანძრის გამომწვევი მიზეზები ჯერ უცნობია.