პენსილვანია

პენსილვანიაში გოგომ საკუთარი გატაცება იმის გამო გაითამაშა, რომ უნივერსიტეტს ვერ ამთავრებდა

23 წლის პენსილვანიელმა გოგომ საკუთარი გატაცება გაითამაშა. ეს ყველაფერი კი იმის დასამალად გააკეთა, რომ უნივერსიტეტს ვერ ამთავრებდა. 

ქლოე სტეილი 1 მაისს, დაახლოებით 11 საათისთვის გაუჩინარდა. წინა ღამეს თავის მეგობარ ბიჭს წერილი გაუგზავნა, სადაც ეუბნებოდა, რომ მანქანის მართვის დროს პოლიციამ გააჩერა. 

პოლიციამ გაუჩინარების საფრთხის ქვეშ მყოფი ქალის ძებნა დაიწყო. მომდევნო დღეს, 8 საათზე, პოლიციამ შეიტყო, რომ სტეილი უსაფრთხოდ იყო და ღამე ნაცნობის სახლში გაათენა.

დაკითხვაზე გაირკვა, რომ მან თავად მიატოვა მანქანა, მობილური ტელეფონი შიგნით დატოვა და ნაცნობის სახლამდე ფეხით მივიდა. სტეინმა დაკითხვისას თქვა, რომ ის ნიღბიანმა კაცმა გაიტაცა, თუმცა მოგვიანებით აღიარა, რომ მთელი ეს ამბავი მისი გამოგონილი იყო. 

სტეინი ბრალდებულია საზოგადოებრივი უსაფრთხოების სააგენტოსთვის ცრუ განგაშის შექმნაში, უწესრიგო ქცევასა და კანონის ადმინისტრირებისა და სხვა სამთავრობო ფუნქციების შეფერხებაში.

სტეინის ოჯახს სჯეროდა, რომ ქლოე უნივერსიტეტს ამთავრებდა, მაგრამ უნივერსიტეტის წარმომადგენელმა პოლიციელს უთხრა, რომ სტეინი წელიწად-ნახევარია იქ არ ყოფილა.

კომენტარები