ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტი

კონსორციუმი კონტის გასვლაზე: უსიამოვნოა მაგრამ, პროექტს კრიტიკულად არ დააზიანებს

ბია

ანაკლიის კონსორციუმიდან, ამერიკული კომპანია კონტის გასვლას გამოეხმაურა ანაკლიის კონსორციუმის თავმჯდომარე ლევან ახვლედიანი. 

ახვლედიანის თქმით, კონსორციუმის შემადგენლობიდან კონტი ჯგუფის გასვლა უსიამოვნოა, თუმცა ეს პროექტს კრიტიკულად არ დააზიანებს. ახვლედიანმა აღნიშნა, რომ კონტი ჯგუფის გასვლაზე კონსორციუმის შემადგენლობიდან, საუბარი დიდი ხნის განმავლობაში მიმდინარეობდა და წინა კვირაში კომპანიამ საბოლოო გადაწყვეტილება მიიღო.

ახვლედიანის ინფორმაციით, კონტი ჯგუფი ბოლო პერიოდში პასიურად მონაწილეობდა კონსორციუმის საქმიანობაში და გადაწყვეტილება მათთვის მოულოდნელი არ ყოფილა. 

ახვლედიანმა ამერიკული კომპანიის გადაწყვეტილების კონკრეტულ მიზეზებზე საუბრისგან თავი შეიკავა. "ამ ეტაპზე აღნიშნული კომპანიის გასვლის მიზეზებზე საუბარს ჯერჯერობით არ ვაპირებთ, იგივეა კომპანიის ოფიციალური პოზიციაც, ჩვენ არ ვაპირებთ გასვლის მიზეზებზე საჯაროდ საუბარს ამ ეტაპზე მინუმუმ"

კონსორციუმის თავმჯდომარეს თქმით, კონსორციუმიდან კონტის გასვლა არ ნიშნავს ამერიკული ინტერესების შემცირებას.

ლევან ახვლედიანი, დღეს ინფრასტრუქტურის სამინისტროში იმყოფებოდა. როგორც მან აღნიშნა მისი ვიზიტის მიზეზი პროექტის ტექნიკური ნაწილზე ხელშეკრულების დახურვაა. მისი თქმით კონსორციუმმა გააფორმა 200 მილიონი დოლარის ღირებულების ხელშეკრულება გენერალურ კონტრაქტორთან ფრანგულ ეიფაჟთან. ახვლედიანის თქმით პროექტი ტექნიკურად მზად არის და ფინანსური ნაწილის დახურვისთანავე კონსორციუმს შეუძლია დაიწყოს მშენებლობა. 

ჟურნალისტის კითხვაზე კონტი ჯგუფის გასვლა იმოქმედებს თუ არა სახელმწიფოს პოზიციაზე და გააჭიანურებს თუ არა ეს ვადებს, ახვლედიანმა უპასუხა, რომ მისთვის უცნობია, რა პოზიცია ექნება მთავრობას და ისინი დაელოდებიან ოფიციალურ პოზიციას.

ამასთანავე, ახვლედიანმა განაცხადა, რომ კონსორციუმმა შეიმუშავა ტვირთების დაზღვევის ახალი მექანიზმი, რომელსაც მთავრობას შემოდგომაზე წარუდგნენ. პროექტის გაჭიანურების ერთ-ერთ მიზეზად სწორედ, ტვირთების დაზღვევა სახელდება, რომელიც თავდაპირველი პროექტით სრულად მთავრობას უნდა დაეზღვია. 

ახვლედიანმა განაცხადა, რომ ამ მიმართულებით კონსორციუმმა ახალი მექანიზმის შეიმუშავა და მასში მთავრობის წილი გაცილებით ნაკლები იქნება.

კომენტარები