საქართველოში ციხეების დიდი ნაწილი უბრალოდ უნდა დაიხუროს. უნდა დაიხუროს იმიტომ, რომ ყველა მსუბუქი დანაშაული, ყველა ეკონომიკური დანაშაული, მძიმე დანაშაულების ნაწილი აღარ უნდა ისჯებოდეს საერთოდ საპატიმრო სანქციებით. თანამედროვე ტექნოლოგიები, პროგრესი იძლევა საშუალებას ბევრი ალტერნატიული შეზღუდვის და რესოციალიზაციის ღონისძიებების გატარების, საზოგადოებაში დაბრუნების ღონისძიების გატარების, ადამიანის ციხეში გამოკეტვის გარეშე. ციხეში მოხვდებიან მხოლოდ მკვლელები, ყაჩაღები, პედოფილები და ძალიან შეზღუდული სხვა რაოდენობის დამნაშავეები.
მიხეილ სააკაშვილი
სააკაშვილი: მსუბუქი დანაშაული და მძიმე დანაშაულების ნაწილი აღარ უნდა დაისაჯოს პატიმრობით
tbl.ge/3y3y
დაკოპირდა
საქართველოს მესამე პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა ვარშავაში სარეკლამო რგოლი ჩაწერა, სადაც საქართველოს "წყვდიადიდან გამოყვანაზე" საუბრობს.
ამავე თემაზე
- სააკაშვილი: ნავალნის არ იყოს, თავი გავწირე და პრაქტიკულად, ФСБ-ს ჩავუგდე თავი ხელში
- სააკაშვილი: ივანიშვილს ქართველების გაწყვეტის შეგნებულ მცდელობაში ვადანაშაულებ
- სააკაშვილი კალაშოვზე: შეიძლება მისი დავალება ციხეში ჩემი საკითხის საბოლოო "მოგვარებაც" იყოს
- სააკაშვილი: რუსული რეჟიმი არჩევნებისთვის ამზადებს გადატრიალებას საქართველოს ეკლესიაში
- ევროპარლამენტის მიღებული ანგარიშის შესწორება ზურაბიშვილს სააკაშვილის შეწყალებას მოუწოდებს