ბავშვზე თავდასხმა

3 წლის ბავშვს, რომელიც პეკინზე უცნობმა ქალმა დაჭრა, კლინიკიდან დღეს გაწერენ

პეკინზე დაჭრილ 3 წლის ბავშვს კლინიკიდან დღეს გაწერენ. ჟვანიას სახელობის პედიატრიის აკადემიური კლინიკის ყბა-სახის ქირურგის ნათია ვასაძის თქმით, მცირეწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

შემთხვევა პეკინის ქუჩაზე ორი დღის წინ მოხდა. ბავშვი მშობლებთან ერთად მიდიოდა, როცა ის უცნობმა ქალმა დანით სახის არეში დაჭრა. პოლიციამ ქალი უკვე დააკავა. ის დუმილის უფლებით სარგებლობს. გამოძიება წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანების ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაული 7-დან 10 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარები