ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალ დორიანის მიერ გამოწვეული ნგრევის და წყალდიდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი გაიზარდა. შტორმს სულ მცირე 7 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. დაკარგულებს ამ დრომდე ეძებენ.
როდესაც შტორმი თავს ბაჰამის კუნძულებს დაატყდა, ის მეხუთე კატეგორიის იყო და ქარის სიჩქარე საათში 240 კილომეტს აღწევდა. განადგურდა და დაზიანდა 13,000-მდე შენობა. ქარიშხალმა მოგლიჯა ხეები. დაიტბორა ქუჩები, სახლები და საერთაშორისო აეროპორტი.
ქარიშხალი შესუსტდა და ამჟამად მეორე კატეგორიის შტორმია. ქარის სიჩქარე საათში 177 კილომეტრს აღწევს.
შტორმი ბაჰამის კუნძულებს გასცდა და ახლა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიემართება. ფლორიდის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.