ქარიშხალი დორიანი

ქარიშხალ "დორიანის" შემდეგ გადარჩენილები ბაჰამის კუნძულებს ტოვებენ

Washington Post

ქარიშხალ "დორიანს" გადარჩენილები ბაჰამის კუნძლებს ტოვებენ. კუნძულები რამდენიმე ასეულმა ადამიანმა დატოვა, ათასობით მცხოვრები კი კვლავ ევაკუაციის მოლოდინშია.   

ქარიშხალმა ბაჰამის კუნძულები რამდენიმე დღის წინ დააზარალა. "დორიანს", ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, 43 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. ქარიშხალმა მოსახლეობის საცხოვრებელი სახლები გაანადგურა, გადარჩენილები ტერიტორიის დატოვებას ცდილობენ.  მოსახლეობა ბაჰამის დედაქალაქ ნასაუში გადაჰყავთ.

ევაკუაცია ბაჰამის კუნძულებზე 6 სექტემბერს დაიწყო.  

ბაჰამის კუნძულებზე ქარიშხალი "დორიანი" 2 დღის განმავლობაში მძვინვარებდა. ქარის სისწრაფემ 298 კმ/სთ-ს მიაღწია. როგორც ოფიციალური წყაროები ამბობენ, ასობით, შესაძლოა, ათასობით ადამიანი კვლავ იძებნება. 

"დორიანი" ახლა აშშ-ის აღმოსავლეთ სანაპიროსაკენ მიემართება. ფლორიდის, ჯორჯიის, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინას შტატებში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული.

კომენტარები