კაილი ჯენერი და მისი შეყვარებული, ტრევის სკოტი ჟურნალ Playboy-ს სექტემბრის გარეკანზე გამოჩნდებიან.
გუშინ ჟურნალის ტვიტერის ოფიციალურმა გვერდმა კაილი ჯენერისა და ტრევის სკოტის საერთო სურათი დაპოსტა, სადაც ჯენერი შიშველია, თავზე კოვბოის ქუდი ახურავს და ტანს ზემოთ შიშველ ტრევის სკოტს ეხუტება.
"კაილი ჯენერი და ტრევის სკოტი მოდიან ფლეიბოიში", - აწერია სურათს.
ჟურნალის ცნობით, სექტემბრის ნომრის გარეკანისთვის კაილი ჯენერი ფოტოგრაფმა საშა სამსანოვამ გადაიღო, ხოლო კრეატიული დირექტორი თავად ტრევის სკოტი იყო.
წყვილი ერთმანეთს 2017 წლიდან ხვდება, მათ ერთი წლის საერთო შვილი ყავთ.