დიდი ბრიტანეთი

უცხოელ სტუდენტებს ბრიტანეთში სწავლის დასრულების შემდეგ 2 წელი შეეძლებათ დარჩენა

Reuters

ახალი კანონის მიხედვით, დიდ ბრიტანეთში უცხოელ სტუდენტებს უნივერსიტეტის დამთავრებიდან 2 წელი შეეძლებათ დარჩენა, რათა სამსახური იშოვონ.  

როგორც ბრიტანეთის პრემიერმინისტრი, ბორის ჯონსონი ამბობს, ახალი კანონი მათ მისცემთ საშუალებას, რომ "გამოამჟღავნონ საკუთარი შესაძლებლობები" და კარიერა დიდ ბრიტანეთში დაიწყონ.   

ქვეყანაში დარჩენის მსურველებმა "სანდო ბრიტანული უნივერსიტეტის" დიპლომი უნდა წარადგინონ. ახალი კანონის მიხედვით, მნიშვნელობა არ აქვს, თუ რა სამსახურს დაიწყებენ იმიგრანტები უნივერსიტეტის დასრულების შემდეგ, მუშაობის შემთხვევაში მათ ქვეყანაში დარჩენის უფლება ექნებათ.

ამ დროისთვის დიდ ბრიტანეთში 450 000 უცხოელი სტუდენტი სწავლობს. აქამდე არსებული წესის მიხედვით, უცხოელ სტუდენტებს ბრიტანეთში დარჩენა სწავლის დასრულებიდან 4 თვის განმავლობაში ჰქონდათ. თუ 4 თვის განმავლობაში ისინი სამსახურს ვერ იშოვნიდნენ, ქვეყანა უნდა დაეტოვებინათ. ეს კანონი ბრიტანეთში ტერეზა მეის შინაგან საქმეთა მინისტრობის პერიოდში მიიღეს.  

კომენტარები