თუ დაკითხვა გახდება საჭირო, პრეზიდენტიც დაიკითხება და ჩვენი ქვეყნის ნებისმიერი მოქალაქე შეიძლება დაიკითხოს. საზოგადოების მხრიდან შეფასება საკმაოდ მკაცრი და გაუგებარია. მე გამოვრიცხავ კორუფციის შესაძლებლობას, თუმცა ამაზე პასუხი გამოძიებამ უნდა თქვას. ადამიანები, რომლებსაც საერთოდ ყურადღება არ მიუქცევიათ შეწყალებებისათვის, რასაც სააკაშვილი ახდენდა, ნებისმიერ სტანდარტთან შეუსაბამოს, მათ შორის მკვლელების, მარგველაშვილი იგივე მიმართულებით, თუმცა როდესაც ჩვენ ამას ვაკრიტიკებდით, ისევე როგორც სალომე ზურაბიშვილს, მაშინ ამას ორკესტრირებულ შეტევას უწოდებდნენ. აქედან გამომდინარე, არც იმ ადამიანების პათოსის და გრძნობის მჯერა, რომლებიც ახლა ამბობენ, რომ ეს არ შეესაბამება საზოგადოების ინტერესებს. ჩვენი ოპონენტების მიერ საზოგადოების ინტერესების მოყვანა არგუმენტებში, არის უზნეობა, ფარსი და ძალიან უნიჭოდ გათამაშებული სპექტაკლი.
tbl.ge/41a7
დაკოპირდა
უმრავლესობის ლიდერი გია ვოლსკი პრეზიდენტის შეწყალების საქმეზე დაწყებულ გამოძიებაზე საუბრობს. ვოლსკის ამ კომენტარს ინტერპრესნიუსი ავრცელებს.
ამავე თემაზე
- კახიძე შეწყალებაზე: უნდა გავარკვიოთ, რა მოტივაცია ამოძრავებდა პრეზიდენტს
- ევროპული საქართველო შეწყალების საქმეზე საპარლამენტო-საგამოძიებო კომისიის შექმნას ითხოვს
- კაპანაძე: შეწყალებაზე გამოძიების შემდეგ, შესაძლოა პრეზიდენტის იმპიჩმენტის საკითხი დადგეს
- ნადირაშვილი: პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი პოლიტიკური ნეპოტიზმით არის დაკავებული
- შეწყალების საქმეზე პროკურატურაში პრეზიდენტის ადმინისტრაციის კიდევ 5 თანამშრომელი დაიბარეს