მიხეილ სააკაშვილი

სააკაშვილი: 600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი

ჩემ წინააღმდეგ ვერ გამოიყენებენ მაგას, იმიტომ რომ 600 ეკლესია მაქვს აშენებული ჩემი ინიციატივით, მათ შორის ბაგრატი... ეკლესიაში არ არის მარტო საქმე, ეკლესია ერთ-ერთი ელემენტია. ჩვენი ცხოვრების წესი, ჩვენი ტრადიციები, ის რაც არის ყველაფერი ქართული და მნიშვნელოვანი, არაფერი ანტიდასავლური ამაში არ არის

ექსპრეზიდენტმა ეს განცხადება მთავარი არხის ეთერში მას შემდეგ გააკეთა, რაც თქვა, რომ ყველაფერი, რასაც გიგა ბოკერია აკეთებს, ქართულ ტრადიციებისა და ქრისტიანობის საწინააღმდეგოა. ამის შედეგ, ჟურნალისტმა ეკა კვესიტაძემ შეახსენა, რომ მსგავსი ბრალდებები აქვს "ქართულ მარშს", ირმა ინაშვილს, ყველა ანტიდასავლურ და პრორუსულ ძალას და მეტიც, იგივე ბრალდებები აქვთ მის მიმართაც.

კომენტარები