შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომელმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტინისხიდში დააკავეს პირი, რომელიც სოციალურ ქსელში გაცნობილ ქალს ინტიმური ფოტოების არგასაჯაროების სანაცვლოდ ფულს სძალავდა.
შსს-ის ცნობით, 1993 წელს დაბადებულმა ლ.მ.-მ სოციალური ქსელის მეშვეობით გაიცნო ქალი, რომელთანაც გარკვეული პერიოდის განმავლობაში მიმოწერა ჰქონდა. შსს-ის ინფორმაციით, ქალმა ლ.მ.-ს საკუთარი სურვილით გაუგზავნა პირადი ცხოვრების ამსახველი ფოტო და ვიდეომასალა, რის შემდეგაც ლ.მ. ქალს მათი მიმოწერისა და აღნიშნული ფოტო-ვიდეომასალის არგასაჯაროების სანაცვლოდ, აზარტული თამაშების ერთერთი ვებგვერდის საკუთარ ანგარიშზე, გამოძალვის გზით, ფულს სისტემატურად არიცხინებდა.
გამოძიება გამოძალვის ფაქტზე სისხლის სამართლის კოდექსის 181-ე მუხლის პირველი ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2-დან 4 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.