შტაინმაიერის ვიზიტი საქართველოში

ათონელის რეზიდენციაში სალომე ზურაბიშვილის და გერმანიის პრეზიდენტის შეხვედრა მიმდინარეობს

პრეზიდენტის ადმინისტრაცია

ათონელის რეზიდენციაში გერმანიის პრეზიდენტის ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის შეხვედრა მიმდინარეობს.

მანამდე, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის და გერმანიის სახელმწიფო დელეგაციის ოფიციალური დახვედრის ცერემონია გაიმართა.

დახვედრის ცერემონიაზე შესრულდა გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკისა და საქართველოს სახელმწიფო ჰიმნები, პრეზიდენტებმა პატივი მიაგეს საქართველოს სახელმწიფო დროშას და სახელმწიფო დელეგაციები წარუდგინეს ერთმანეთს. 

შეხვედრის შემდეგ პრეზიდენტები გაფართოებულ ფორმატში გამართავენ შეხვედრას და მედიისთვის ერთობლივ განცხადებებს გააკეთენ და მათ კითხვებს უპასუხებენ. 

ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი საქართველოს პრემიერმინისტრ გიორგი გახარიას, პარლამენტის თავმჯდომარეს არჩილ თალაკვაძეს, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდება და საქართველოს ერთიანობისათვის დაღუპულ გმირთა მემორიალს გვირგვინით შეამკობს. გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის პრეზიდენტი თბილისში ქართველ ბიზნესმენებს შეხვდება, კახეთს ეწვევა და რამდენიმე ადგილობრივ ღვინის ქარხანას დაათვალიერებს.

ოფიციალური ვიზიტის კულტურული პროგრამის ფარგლებში, ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერი ალავერდის მონასტერსა და ერეკლე მეფის მუზეუმს ესტუმრება. ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერის ვიზიტი 8 ოქტომბერს დასრულდება.

კომენტარები