სახელმწიფო კომპანიები

სახელმწიფო კომპანიების ვალი 7,6 მილიარდი ლარია — ზარალი ბოლო ხუთ წელში 2,6 მილიარდი

ტაბულა

ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის მიხედვით, სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უმსხვილესი 68 საწარმოს ვალდულებები 2018 წლის ბოლოს 6,7 მილიარდ ლარს გაუტოლდა. ეს ქვეყნის მშპ-ს 18,5%-ია. 

დოკუმენტის მიხედვით, ირკვევა, რომ ბოლო წლებში მოგებისგან განსხვავებით, მნიშვნელოვნად იზრდება სახელმწიფო კომპანიის წინაშე არსებული ფინანსური ვალდებულებები და ხარჯები. 68 უმსხვილესი სახელმწიფო საწარმოს კაპიტალისა და ვალდებულებების თანაფარდობა 167% შეადგენს. 

ეს კომპანიები ფულს სესხულობენ როგორც სახელმწიფოსგან, ასევე საერთაშორისო დონორებისგანაც. ამასთანვე, საერთაშორისო ვალი გადასასხება სახელმწიფო კომპანიებზე იგივი პირობებით ხდება, რაზეც თანხა სახელმწიფომ ისესხა. 

ვალის ზრდის გარდა, ბოლო წლების განმავლობაში მკვეთრად იზრდება სახელმწიფო კომპანიების ზარალიც. 2018 წელი სახელმწიფო კომპანიებმა 805 მილიონიანი ზარალით დაასრულეს. სულ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში სახელმწიფო საკუთრებაში არსებულმა საწარმოებმა 2,6 მილიარდი ლარი იზარალეს. 

უნდა ითქვას, რომ 68 უმსხვილესი სახელწმიფო საწარმოდან მომგებიანობის კოეფიციენტს 64 ვერ აკმაყოფილებს. ამასთანავე, ამ კომპანიების წინაშე არსებული ვალდებულებებზე პასუხისმგებელი საქართველოს სახელმწიფოა. თუ კი კომპანიებს გადაულახავი სირთულეები შეექმნებათ, სახელმწიფო ვალდებულია მოემსახუროს ამ კომპაინიების ვალდებულებებს. 

სახელმწიფო კომპანიების ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით, გადაულახავი სირთულეების ალბათობა საკმაოდ მაღალია. საქმე იმაშია, რომ 68 უმსხვილესი საწარმოდან 49 მაღალის რისკის შემცველ კატეგორაში გადის. 

ზარალიანობის გარდა, სახელმწიფო კომპანიები ბიუჯეტიდან განხორციელებული პირდაპირი ფულადი ტრანსფერების მოცულობითაც გამოირჩევა. მაგალითად 2018 წელს სახელმწიფომ ამ საწარმოებში 168 მილიონი ლარი დააბანდა, ხოლო 2017 წელს 630 მილიონი. 

ფისკალური რისკების დოკუმენტში მოცემული სახელმწიფო კომპანიებიდან 159 ცენტრალურ ხელისუფლების საკუთრებაშია, ხოლო 77 მუნიციპალური ერთეულების. 2018 წელის მონაცემებით, სახელმწიფო კომპანიებში 58,857 ადამიანი მუშაობს.

კომენტარები