ევროპული საქართველო

ბაქრაძე: ჩვენი პოლიტიკური განაცხადია, რომ ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება

"ჩვენი პოლიტიკური განაცხადია, რომ საქართველოში ხელისუფლების შეცვლას არ უნდა მოჰყვეს შურისძიება," - ევროპული საქართველოს ლიდერი დავითა ბაქრაძე გუშინ გიგა ბოკერიას მიერ გაკეთებულ განცხადებებზე ჟურნალისტების კითხვებს პასუხობს.

"მთავარი" არხის ეთერში გუშინ პარტიის ლიდერმა გიგა ბოკერიამ თქვა, რომ აუცილებელია, ხელისუფლების ცვლილებას არ მოჰყვეს პოლიტიკური დევნა და ასევე აღნიშნა - "მე არ ვარ მომხრე ნათქვამის "ივანიშვილი ციხეში". ამ ლოზუნგის წინააღმდეგი ვარ."

ბაქრაძე განმარტავს, რომ კანონის უზენაესობის დროს დაცულია კანონი, ხოლო შურისძიების პირობებში დგება იმ ადამიანების სია, ვის მიმართაც უნდა მოიძებნოს დარღვევა და წავიდეს ციხეში, როგორც 2012 წელს გააკეთა ოცნებამ.

"ადამიანებმა უნდა იცოდნენ, რომ მომავალ წელს როცა ხელისუფლება შეიცვლება და ეს აუცილებლად მოხდება, მათ არ ემუქრებათ ხიფათი და არასტაბილურობა და არ ემუქრებათ შურისძიების ახალი ტალღა, როგორც ეს იყო 2012 წელს. ჩვენ არ ვადგენთ შურისსაძიებელი ადამიანების სიას, ჩვენ არ ვადგენთ იმ ადამიანების სიას, ვინც უნდა დაისაჯოს ხელისუფლების ცვლილების შემდეგ, არავის დასჯა არ არის ჩვენი ამოცანა," - ამბობს ბაქრაძე.

კომენტარები