კანადური ავიაკომპანია, Air Canada, ფრენისას ინფორმაციის გამოცხადების დროს "ქალბატონებო და ბატონებოს" ნაცვლად გენდერულად ნეიტრალურ სიტყვებს გამოიყენებს.
CNN-ის ინფორმაციით, ქალბატონებო და ბატონებო სიტყვით "ყველა" ჩანაცვლდება.
"ჩვენ ვმუშაობთ ბევრს, რათა დარწმუნებულები ვიყოთ, რომ ყველა დასაქმებული Air Canada-ს ოჯახის ღირებულ წევრად გრძნობს თავს. ასევე, გვსურს ვიცოდეთ, რომ მომხმარებლები კომფორტულად და პატივცემულად გრძნობენ თავს ჩვენთან ერთად მგზავრობისას", - თქვა კომპანიის წარმომადგენელმა.
ჯერჯერობით, უცნობია, როდის შევა ცვლილებები ძალაში.