მოსამართლეობის კანდიდატები

დოლიძე: მივედი მიქაუტაძის გასაუბრებაზე და დარბაზში არ შემიშვეს

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს არამოსამართლე წევრი ანა დოლიძე სოციალურ ქსელში წერს, რომ პარლამენტში კომიტეტის დარბაზში არ შეუშვეს, სადაც საბჭოს მდივნს გიორგი მიქაუტაძეს უსმენენ. იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანს გიორგი მიქაუტაძეს უზენაესი სასამართლოს უვადო მოსამართლეობა სურს.

"მივედი მიქაუტაძის გასაუბრებაზე და დარბაზში არ შემიშვეს. დარბაზში რომელიც გამოტენილია აპარატის თანამშრომლებით," - წერს დოლიძე.

ანა დოლიძეს სხდომაზევე უპასუხა კომიტეტის თავმჯდომარემ ანრი ოხანაშვილმა. ოხანაშვილი ამბობს, რომ მსგავსი რამ არ მომხდარა და ანა დოლიძე იტყუება. მისივე თქმით, დოლიძეს მისთვის არც მიუმართავს. 

ოხანაშვილის ამბობს, რომ როცა დარბაზში ადგილები არ არის სხდომაზე დასწრების მსურველებს დარბაზში აივანზე დასხდომას სთავაზობენ და დოლიძესაც შესთავაზეს, თუმცა მან იუკადრისა. 

"მასაც შევთავაზეთ აივანზე ასულიყო და როგორც სჩანს, იუკადრისა მოქალაქეებთან ერთად დაჯდომა და ძალიან უხერხულია როცა საბჭოს წევრი მოქალაქეებთან დაჯდომას უკადრისობს. სპეკულაცია, იმასთან დაკავშირებით, რომ ვინმეს დასწრების საშუალებას არ ვაძლევთ არის ძალიან ცუდი და არასწორი და არ შეიძლება საზოგადოება საბჭოს წევრს შეცდომაში შეჰყვადეს," - თქვა ოხანაშვილმა. 

უზენაეს სასამართლოში უვადოდ გასამწესებელ მოსამართლეობის კანდიდატების მოსმენა პარლამენტმა 23 სექტემბერს დაიწყო. პარლამენტი სულ 20 კანდიდატს მოუსმენს.

 

კომენტარები