ავტოსაგზაო შემთხვევა

კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცი ემსხვერპლა

Interpessnews

კახეთის გზატკეცილზე მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევას ახალგაზრდა მამაკაცის სიცოცხლე ემსხვერპლა. 

როგორც "ტაბულას" შინაგან საქმეთა სამინისტროში უთხრეს, მაღალი სიჩქარით მოძრავი მსუბუქი ავტომობილი გაჩერებულ სატვირთოს დაეჯახა. დაიღუპა მსუბუქი ავტომობილის მძღოლი. 

შსს-ს ცნობით, გამოძიება 272-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

კომენტარები