საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძებო სამსახურის ცნობით, ამოიღეს დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი, კონიაკი და არაყი, რომელთა ღირებულება 17 000 ლარზე მეტია. გამოვლენილია სასმლის შენახვა-გადაზიდვის სამი ფაქტი.
"საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, ქვემო ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის რეგიონებში, დანაშაულში მხილებული პირების სატრანსპორტო საშუალებებიდან, ამოიღეს სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების დიდი ოდენობით უაქციზო ალკოჰოლური სასმელი - კონიაკი და არაყი",-წერია განცხადებაში.
გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით მიმდინარეობს, რაც 4-დან 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.