ქუთაისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი

პარლამენტმა ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სახელი გადაარქვა

ტაბულა

პარლამენტმა ქუთაისის ტექნოლოგიურ უნივერსიტეტს სახელი გადაარქვა. საგანმანათლებლო დაწესებულებას "ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი" ერქმევა. ცვლილება "საჯარო სამართლის იურიდიული პირის - ტექნოლოგიური ინსტიტუტის შექმნის შესახებ" საქართველოს კანონში შევიდა. დეპუტატებმა კანონპროექტს მესამე მოსმენით დაუჭირეს მხარი. 82 მომხრე, 1 - წინააღმდეგი - ასეთი იყო კენჭისყრის შედეგები.

ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის აშენების დაპირება ბიძინა ივანიშვილმა 2012 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე, ქუთაისის მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრაზე გასცა. პროექტის მშენებლობის დაწყებისთვის მისმა ფონდმა 2016 წლის საარჩევნო პერიოდი შეარჩია. საპარლამენტო არჩევნებამდე 25 დღით ადრე ბიძინა ივანიშვილი ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქის საფუძვლის ჩაყრას დაესწრო. პროექტის მიხედვით, მშენებლობა 2019 წელს უნდა დასრულებულიყო, თუმცა, ერთი წლით გადაიდო. ბიძინა ივანიშვილის განცხადებით, 2020 წლის სექტემბერში "აქ პირველი სტუდენტები შეაბიჯებენ". 

ქართუ ფონდის განცხადებით, ქუთაისის და თბილისის ტექნოლოგიური უნივერსიტეტების მშენებლობას ბიძინა ივანიშვილი €1 მილიარდით აფინანსებს.

კომენტარები