საერთაშორისო სავალუტო ფონდის საქართველოს მისიის შეფასებაში გაკეთებული პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკა გაისად, 2020 წელს 4.3%-ით გაიზრდება.
სავალუტო ფონდი 2019 წელს მთლიანი შიდა პროდუქტის 4.6%-იან ზრდას ელის.
გარდა ამისა, საერთაშორისო სავალუტო ფონდის პროგნოზით, ინფლაციის მაჩვენებელი 2020 წელს დაიკლებს ერთჯერადი ფაქტორების შემცირების გამო.
შეგახსენებთ, რომ ინფლაციამ ოქტომბერში 6.9% შეადგინა. მაშინ, როცა ეროვნული ბანკის სამიზნე ნიშნული 3%-ია.
საქსტატის უკანასკნელი მონაცემებით, 2019 წლის სექტემბერში საქართველოს რეალური მთლიანი შიდა პროდუქტი (მშპ) 5.2%-ით გაიზარდა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 24 ივლისს ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 0.5%-ით შეამცირა 4.5%-მდე. მაისში გამოქვეყნებულ მონეტარული პოლიტიკის ანგარიშში ეროვნული ბანკი ვარაუდობდა, რომ წელს ზრდა 5%-იანი იქნებოდა. როგორ ეროვნული ბანკის განცხადებაშია ნათქვამი, გადაწყვეტილების მიზეზი ტურისტული შემოსავლების კლების მოლოდინი გახდა.