ოპოზიციური პარტიები და პოლიტიკოსები შეხვედრის დასრულების შემდეგ რუსთაველის გამზირზე აქციას უერთდებიან.
"ყველა მინუს ერთი" - ამ პრინციპით ქართული ოცნების მიერ დანაპირების არშესრულებისა და პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის კანონპროექტის ჩაგდების შემდეგ ოპოზიციური სპექტრი გაერთიანდა.
მათი საერთო მოთხოვნა პროპორციული წესით რიგგარეშე არჩევნების დანიშვნაა.