ანდრიუს კუბილიუსი

კუბილიუსი: გერმანული სისტემა საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებას არ მოითხოვს

უნდა მოვუწოდოთ როგორც მმართველ პარტიას, ასევე ოპოზიციას, შეთანხმდნენ საარჩევნო სისტემის მნიშვნელოვან რეფორმებზე იმიტომ, რომ ხალხი არ ენდობა ძველ სისტემას. ე.წ. გერმანული სისტემა შეიძლება იყოს მსგავსი შეთანხმების საფუძველი იმიტომ, რომ ეს არ მოითხოვს საქართველოს კონსტიტუციაში ცვლილებას.

და ბოლოს, ევროპარლამენტმა უნდა მოუწოდოს საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს რეალურად მოახდინონ ODIR-ის რეკომენდაციების იმპლემენტაცია იმის თაობაზე, თუ როგორ უნდა მოხდეს საარჩევნო პროცესის გაუმჯობესება იმისათვის, რომ შეწყდეს არჩევნებზე გავლენის მოხდენის პრაქტიკა. ჩვენ უნდა დავეხმაროთ საქართველოს, ხანდახან პირდაპირ ვესაუბროთ და ვიყოთ მკაცრები და კრიტიკულები.

ლიტვის ყოფილი პრემიერმინისტრი და ევროპარლამენტის წევრი ანდრიუს კუბილიუსი ევროპარლამენტის აღმოსავლეთ პარტნიორობის სესიაზე გამოსვლისას.

კომენტარები