პოლიტპატიმრები

თალაკვაძე ევროპარლამენტარებზე: ხალხის დაკავებას საქართველოში პოლიტიკოსები არ წყვეტენ

[რაც შეეხება ევროპარლამენტარების რეკომენდაციის გათვალისწინებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებაზე] ადამიანების დაკავებასა და გათავისუფლებაზე გადაწყვეტილებას საქართველოში პოლიტიკოსები არ იღებენ, იღებენ შესაბამისი ინსტიტუტები იმის მიხედვით, თუ ვინ რა შემთხვევაში დაარღვია კანონი, ან არ დაარღვია. გადაწყვეტილებას იღებს სასამართლო და ამასთან დაკავშირებით გამოძიებას ატარებს პროკურატურა.

თუ ჩემი პირადი აზრი გაინტერესებთ, რა თქმა უნდა, ნებისმიერი ადამიანის პატიმრობა ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის არის პრობლემა, მაგრამ უფრო დიდი პრობლემაა, როდესაც ვიღაც იღებს გადაწყვეტილებას, შტურმი განახორციელოს პარლამენტზე

ასე ეხმაურება პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე ევრონესტის თანათავმჯდომარის, ანდრიუს კუბილიუსის, ნათქვამს, რომ ევროპარლამენტარებს აქვთ 87 პირის სია, რომლებიც 20-21 ივნისის მოვლენების გამო პოლიტიკურად იდევნებიან. ევროპარლამენტარები ხელისუფლებას პოლიტპატიმრების გათავისუფლებისკენ მოუწოდებენ.

კომენტარები