თბილისის მერის, კახა კალაძის თქმით, გიორგი გახარიას მიერ პრესკონფერენციის რუსულ ენაზე გამართვაში პრობლემას ვერ ხედავს.
"პრობლემას ვერ ვხედავ იმის გათვალისწინებით, რომ იქ ყველა რუსულ ენაზე საუბრობდა. ამაში პრობლემური არაფერია",-თქვა კალაძემ.
გახარიამ რუსულ ენაზე პრესკონფერენცია გუშინ, 12 დეკემბერს, სუამის წევრ სახელმწიფოთა შეხვედრის შემდეგ გამართა.
პრემიერმინისტრი ჟურნალისტების დასმულ შეკითხვებსაც რუსულ ენაზე სცემდა პასუხს.