ტრადიციულად Google წლის მიწურულს აქვეყნებს მონაცემებს, რომელიც შეიცავს ჩამონათვალებს - რას გუგლავდნენ ადამიანები ყველაზე ხშირად წლის განმავლობაში. ჩამონათვალებში შედის ყველაზე ხშირად დაგუგლი სერიალები, ათლეტები, მსახიობები, ფილმები და ა.შ.
ამჯერად გაეცანით იმ 10 ადამიანს, რომელსაც 2019 წლის განმავლობაში ყველაზე ხშირად გუგლავდნენ. ათეულში არიან ისეთი ადამიანებიც, რომლებიც ყველაზე ხშირად დაგუგლულ მსახიობთა სიაშიც არიან.
სიის პირველ ადგილზე ამერიკული ფეხბურთის მოთამაშე ანტონიო ბრაუნია, რომელიც 2019 წლის სექტემბერში ქალმა გაუპატიურებაში დაადანაშაულა. თავად ბრაუნმა ბრალდება უარყო.