საქართველოს მასშტაბით 31 დეკემბრიდან დღემდე ინტოქსიკაციის მოტივით სულ 1254 სასწრაფო დახმარების გამოძახება დაფიქსირდა.
ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
აქედან 844 ალკოჰოლური, 387 კვებითი ინტოქსიკაცია იყო, ხოლო 23 შემთხვევაში ორივე, კვებითი და ალკოჰოლური ინტოქსიკაცია ერთად იყო.