კლუბ ბასიანთან უცნობმა მამაკაცმა ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენჯერმე გაისროლა - შემთხვევა დაახლოებით ნახევარი საათის წინ მოხდა.
სროლის შედეგად დაჭრილია სამი ადამიანი.
"ყველაფერი კარგადაა, თუ ამას კარგად ყოფნა ქვია, თუმცა უარესებიც გადაგვიტანია. მადლობა და ბოდიში ყველას, ვისაც სიცოცხლის ფასად უჯდება bassiani-ის სიყვარული.
პს. იმედი მაქვს ისევ საომარი არ გაგვიხდება მოძალადის დასჯა", - წერს კლუბის დამფუძნებელი ნაჯა ორაშვილი.
ტაბულა ცდილობს შინაგან საქმეთა სამინისტროსთან დაკავშირებას და დამატებით ინცორმაციას დაზუსტებისთანავე შემოგთავაზებთ.