ამ ძალიან გავლენიანმა საერთაშორისო ორგანიზაციამ უარყოფითად შეაფასა ქვეყანაში მიმდინარე დემოკრატიული პროცესები, რაც ისედაც ცნობილი იყო ჩვენთვის მაგრამ კიდევ ერთხელ ადასტურებს თუ რამდენად ცუდად მოქმედებს ქვეყნის საერთაშორისო პრესტიჟზე ის რასაც აკეთებს ივანიშვილის ხელისუფლება საქართველოში. ცალკე აღსანიშნავია, რომ HRW საუბრობს თუ როგორ მიმდინარეობდა შეტევა თავისუფალი მედიის წინააღმდეგ, მიმდინარეობდა შეტევა რუსთავი 2-ის წინააღმდეგ, შემდეგ ტვ.პირველის წინააღმდეგ. ასევე ტვ.მთავარის დამფუძნებლის წინააღმდეგ. ასე რომ ეს ჯამში იწვევს მედია პლურალიზმის გაუარესებას.
Human Right Watch-ის ანგარიში 2020
კაპანაძე: HRW ადასტურებს, თუ როგორ ცუდად მოქმედებს ქვეყნის პრესტიჟზე ივანიშვილის ხელისუფლება
tbl.ge/4d6n
დაკოპირდა
"ევროპული საქართველოს" დეპუტატი, სერგი კაპანაძე, Human Rights Watch-ის 2020 წლის ანგარიშს გამოეხმაურა, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით ყურადღება რამდენიმე საკითხზე არის გამახვილებული. მათ შორის არის სამართალდამცავების დაუსჯელობა, მედიის თავისუფლება და ანტინარკოტიკული პოლიტიკა.