მე კი არ ვუფრთხი სიტყვა რევოლუციის გამოყენებას, გულწრფელად არ მსურს ეს როგორც მოქალაქეს, კიდევ ერთხელ რევოლუციური სცენარი. ოღონდ გასაღები ასეთ დროს არის ხოლმე იმის ხელში, ვინც შეიძლება, ამომრჩეველს არჩევანი მოპაროს. თუ ამ გზით წავლენ, როგორც 2003 წელს გააკეთეს, როცა ოქმები გადააკეთეს - ანუ უბრალოდ ძალადობა და მოსყიდვა კი არ იყო, უსამართლო კონკურენცია კი არ იყო, არამედ სრულიად გადაატრიალეს არჩევნები, სადაც ძალაუფლების ბედი წყდებოდა, ეს იწვევს ხოლმე რევოლუციას. მე მგონია, ამას ვერ შეძლებენ. მაგრამ თუ იქამდე რეპრესიებს მიმართა [ივანიშვილმა], დაიჭირა ლიდერები, ასლან აბაშიძესავით ყველაფერი სცადა, არჩევნებითაც წააგებს და პოლიტიკურადაც ძალიან ტრაგიკული ბედი ექნება. რევოლუცია პლახატნიუკსაც არ დასჭირვებია, მაგრამ ნახეთ, ახლა სად არის.
tbl.ge/4dej
დაკოპირდა
თქვა ევროპული საქართველოს ერთ-ერთმა ლიდერმა, გიგა ბოკერიამ ტვ პირველის ეთერში, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების შესახებ საუბრისას.
ამავე თემაზე
- ბოკერია ჟიჟილაშვილზე: ვინც ასეთ რამეს იკადრებს, უკარებელი ჟურნალისტი უნდა იყოს
- პოპულიზმით დასჯილნი ივანიშვილის პროპაგანდის სამსახურში – გიგა ბოკერიას თვალსაზრისი
- ბოკერია: არ ვიცი, ეკა კვესიტაძის განცხადება უფრო უტიფარია თუ კომიკური
- თავისუფლება პასუხისმგებლობის გარეშე არ არსებობს – ინტერვიუ გიგა ბოკერიასთან
- ბერძენიშვილი: გიგა ბოკერია განულებული არასოდეს ყოფილა და არც დღეს არ არის