საქართველოს საკითხები მათ ეხებათ პირველ რიგში შეერთებული შტატების კონგრესში და ისინი წლების განმავლობაში გვერდით ედგნენ ჩვენს ქვეყანას და იბრძოდნენ ჩვენი ქვეყნისთვის. მაგალითად, ის რომ ჩვენმა ქვეყანამ მიიღო თავდაცვითი იარაღი, მათ შორის პირველ რიგში ამ კონგრესმენების დამსახურებაა. რეალობას უნდა გაუსწოროს ქართულმა ოცნებამ თვალი, რომ ქართული ოცნება არის საერთაშორისო იზოლაციაში და რაც მალე დაყვება საზოგადოების ნებას და ჩვენი პარტნიორების ნებას, მით უკეთესი მათთვის.
tbl.ge/4drz
დაკოპირდა
ევროპული საქართველოს წევრი გიროგი კანდელაკი კონგრესმენების მიერ გიორგი გახარიასთვის გაგზავნილ წერილზე. "ადამ კინზინგერმა, გერი კონოლიმ, ელიოტ ენჯელმა და მაიკლ მაკკაულიმ წერილი გაუგზავნეს საქართველოს პრემიერმინისტრს სერიოზულად შეშფოთებულებმა პოლიტიკური დევნით და ეკონომიკის ვარდნის ტენდენციით, რაც პრობლემას უქმნის საქართველოს სვლას დემოკრატიული რეფორმებისა და დასავლეთში ინტეგრაციისკენ", - დაწერა კინზინგერის პრესსამსახურის უფროსმა გუშინ ტვიტერზე.
ამავე თემაზე
- კუჭავა კონგრესმენების წერილზე: ამის შემოქმედს ოფიციალურად ფულს უხდიან
- მათიკაშვილი კონგრესმენების წერილზე: ეტყობა ლობისტების ხელი და გადახდილი თანხის ეფექტი
- ტიკარაძე კონგრესმენების წერილზე: ივანიშვილი ნამდვილად არაა ოლიგარქი, დემოკრატიის გარანტიაა
- ხუნდაძე კონგრესმენების წერილებზე: ეს კონგრესმენების ერთი ჯგუფის მოსაზრებაა და არა აშშ-ის
- გახარიას კრიტიკულ წერილს კიდევ ერთი კონგრესმენი, ბრაიან ბაბინი უგზავნის