კონგრესმენების წერილი

მათიკაშვილი კონგრესმენების წერილზე: ეტყობა ლობისტების ხელი და გადახდილი თანხის ეფექტი

აშშ-სა და საქართველოს ურთიერთობა არის ძალიან მაღალ ნიშნულზე, შესაბამისად, ვერცერთი წერილი და მცდელობა მანიპულაციის, ვერ მოახდენს გავლენას ამ ურთიერთობაზე. წერილს ეტყობა ლობისტების ხელი და გადახდილი თანხის ეფექტი. თუმცა სახეზეა აშკარა უზუსტობები, არასწორი ინფორმაციები, რომლებიც თუნდაც ამ წერილში არის მითითებული, რაც პირველი შემთხვევა არაა და ხშირად საკანონმდებლო ორგანოს წარმომადგენლებს ერთგვარ უხერხულობა უქმნის. 

ქართული ოცნების დეპუტატი დავით მათიკაშვილი ამერიკელი კონგრესმენების წერილს, რომელშიც ისინი აშშ-ს სახელმწიფო მდივანს, მაიკ პომპეოს მიმართავენ და საქართველოში დემოკრატიული მმართველობის გაუარესებასა და პოტენციურ კორუფციაზე შეშფოთებას გამოხატავენ. "მას შემდეგ, რაც რუსი ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი და მისი პარტია ქართული ოცნება მოვიდა ხელისუფლებაში, 2012 წელს, ქვეყნის პროგრესი უკან მიდის". – წერენ ისინი.

კომენტარები