სალომე ზურაბიშვილი

ზურაბიშვილი: გვერდს ავუვლით ოკუპირებულ ტერიტორიებზე კანონს, რუს დელეგატებს შემოვუშვებთ

რუსმა პარლამენტარმა ლეონიდ კალაშნიკოვმა ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე სალომე ზურაბიშვილს გავრილოვის ვიზიტთან დაკავშირებით კითხვა დაუსვა:

"საქართველო ყოველთვის სტუმართმოყვარე ქვეყანა იყო საერთაშორისო ორგანიზაციების მიღებისას. თქვენს ქვეყანაში მინისტრთა კომიტეტის სესია ჩატარდება და თქვენ ასევე მასპინძლობთ მართლმადიდებლურ მისიებს. მიუხედავად ამისა, თქვენ, როგორც სტუმართმოყვარე პრეზიდენტს არ დაგიგმიათ ჩვენი დელეგაციის წარმომადგენლის ცემა." თქვა მან.

"არავინ მიიღებს ფაქტს, რომ ვინმე უნდა იცემოს, მაგრამ ვინმემ მეტი თავშეკავება უნდა აჩვენოს." თქვა ზურაბიშვილმა კითხვის პასუხად.

მან რუს დეპუტატს განუმარტა, რომ მაისში ევროსაბჭოს ასამბლეისათვის საქართველო რუს დელეგატებს ქვეყანაში დაუშვებს, მიუხედავად იმისა, ნამყოფები არიან თუ არა ისინი უკანონოდ ოკუპირებულ ტერიტორიებზე:

"მაისში საქართველო ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მასპინძელი ქვეყანა იქნება. საქართველო ამ შემთხვევაში გვერდს აუვლის საკუთარ კანონმდებლობას, რომელიც ხალხს, ვინც ოკუპირებულ ტერიტორიებზე ნებართვის და ჩვენი ტერიტორიის გავლის გარეშე შევიდა საქართველოში შემოსვლას უკრძალავს. ეს რუსეთის დელეგაციის წევრებს შემოსვლას აუკრძალავდა, თუმცა, რადგან ჩვენ რუსეთის პრეზიდენტის მიერ ბოლო დროს გაცხადებული პოლიტიკისაგან განსხვავებით, პატივს ვცემთ საერთაშორისო ვალდებულებებს, ყველა მათგანს, პატივს ვცემთ ამ საერთაშორისო ვალდებულებას და მივიღებთ საპარლამენტო ასამბლეას, როგორც ამას საპარლამენტო ასამბლეის რეგულაციები და ამ ორგანიზაციის პრინციპები გვკარნახობს. ეს მარტივი არაა. ამას მარტივად არ იღებს ჩვენი მოსახლეობა, მაგრამ ამას გავაკეთებთ და ჩვენი პრინციპების და ამ ორგანიზაციის წესების ერთგული დავრჩებით." თქვა მან.

კომენტარები