საგანგებო სიტუაციების მართვის ცენტრის ინფორმაციით, ქუთაისში, ბაზრობაზე გაჩენილი ხანძარი ლოკალიზებულია.
მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა.
სამსახურის ცნობით, არსებობდა ცეცხლის დიდ ფართობზე გავრცელების საფრთხე, თუმცა მეხანძრე-მაშველების დროული რეაგირების შედეგად ხანძრის დროული ლოკალიზება მოხერხდა.
ადგილზე 8 სახანძრო-სამაშველო ჯგუფი მუშაობდა. 40-ზე მეტი მეხანძრე ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს განაგრძობს.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება საქართველოს სსკ-ს 187-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ცეცხლის წაკიდებით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.