მედიის ცნობით, ბორჯომის მერი ლევან ლიპარტია და ბორჯომის საკრებულოს თავმჯდომარე გიორგი გოგიჩაიშვილი, სავარაუდოდ, ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს. ინფორმაციას რუსთავი 2 და მთავარი არხი ავრცელებენ.
ტაბულა ინფორმაციის გადამოწმებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურსა და ბორჯომის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებთან ცდილობს. ინფორმაციას მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.