კორონავირუსი

გამყრელიძე: გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით, უნდა გვქონდეს მეტი სიფხიზლე და პასუხისმგებლობა

ზოგადად ძალიან გთხოვთ, პანიკას ნუ მივეცემით. პანიკის საფრთხე და საფუძველი არ არის. ქვეყანაში უნდა გვქონდეს მეტი სიფხიზლე და ხაზს ვუსვამ, მეტი სამოქალაქო პასუხისმგებლობა. არ დავმალოთ სიმპტომები, როცა ვბრუნდებით ჩემ მიერ დასახელებული ქვეყნებიდან. განსაკუთრებით, დღეს ყველაზე მეტად დამაზიანებელია იტალია, საიდანაც ძალიან ბევრი ჩვენი თანამემამულე ბრუნდება და დიახ, ისინი უნდა შემოვიდნენ ქვეყანაში. ფრენების აკრძალვის შემდეგ, საქართველოს მთავრობა ყველაფერს გააკეთებს, რათა ჩვენს თანამემამულეებს საქართველოში დაბრუნების საშუალება მიეცეთ, მაგრამ ყველამ უნდა იცოდეს, რომ ჩამოსვლის შემდეგ უნდა გაიარონ 2-კვირიანი კარანტინი, რათა პირველ რიგში, უზრუნველყონ თავიანთი ჯანმრთელობის უსაფრთხოება და მეორე - არ იყვნენ ინფიცირების წყარო

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე ქვეყანაში კორონავირუსის გავრცელების საფრთხეზე. ამ დროისთვის, საქართველოში დაავადების 12 შემთხვევაა დადასტურებული - აქედან ცხრა ირანსა და იტალიაში მყოფი პირია, ხოლო სამი - იტალიაში მყოფთან კონტაქტში მყოფი ადამიანი. მათ შორის, კორონავირუსი დაუდგინდა გამყრელიძის შვილს, რომელსაც ინფექცია იტალიიდან ჩამოსული თანამშრომლისგან გადაედო. მისი კონტაქტები ამ დროისთვის თვითიზოლაციაში არიან.

კომენტარები