ბუნებრივი აირის გაჟონვა

იტალიის ქალაქ ბარიში საქართველოს ორი მოქალაქე ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა

OSCE

იტალიაში, ქალაქ ბარიში, საქართველოს ორი მოქალაქე გაზის გაჟონვის შედეგად გარდაიცვალა. ინფორმაცია ტაბულას საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს. 

მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, გარდაცვლილია დედა-შვილი.

საგარეო საქმეთა სამინისტროს ცნობით, ადგილზე პოლიცია მუშაობს და საქართველოს საკონულო სამსახური იტალიელ სამართალდამცავებთან კომუნიკაციაშია.  

დამატებითი დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.

კომენტარები