ელექტრონული წიგნების პლატფორმა "საბა" 16 მარტიდან, 1 თვის განმავლობაში სრულ ბიბლიოთეკაზე წვდომას უფასოს ხდის.
"საბას" ბიბლიოთეკაში 60 000-ზე მეტი გაციფრულებული წიგნია.
"16 მარტიდან, 1 თვის განმავლობაში, გამომცემლების უპრეცედენტო მხარდაჭერით, უფასო წვდომა ყველა მომხმარებელს საბას მთელ ბიბლიოთეკაზე", - წერია განცხადებაში.
ელექტრონული წიგნების პლატფორმა "საბა" 2012 წელს დაარსდა.