კორონავირუსი

ლომაია: დიდი კრიზისი სარკეა, რას დაინახავს ქართული საზოგადოება კორონავირუსის სარკეში?

დიდი კრიზისი სარკეა, რომელშიც საზოგადოება საკუთარ თავს ხედავს. რას დაინახავს ქართული საზოგადოება ახალი კორონავირუსის სარკეში?

როგორ მინდა, რომ იქ დავინახოთ პასუხისმგებლობა, სოლიდარობა და თანადგომა;

მეზობლები, რომლებიც თავიანთ მარტოხელა მეზობლებს ეხმარებიან, პენსიაზე გასული ექიმები და ექთნები, რომლებიც საავადმყოფოებს მოხალისეობას სთავაზობენ, მოქალაქეები, რომლებიც უფრო იმაზე ფიქრობენ, სხვას არ გადასდონ ვირუსი, ვიდრე პირიქით, და მთლიანად საზოგადოება, რომელსაც ესმის, რომ ასეთი კრიზისი ყველაზე მტკივნეულად ურტყამს იმას, ვისაც ისედაც უჭირს

წერს წერს განათლების ყოფილი მინისტრი, გაერო-ში საქართველოს ყოფილი ელჩი და უშიშროების ყოფილი მდივანი კახა ლომაია Facebook-ზე.

კომენტარები