კორონავირუსი

თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო ბოლო 24 საათში იძულებით კარანტინში 10 პირი გადაიყვანეს

Reuters

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო ბოლო 24 საათის განმავლობაში იძულებით საკარანტინო ზონაში გადაიყვანეს.

"თბილისიდან, ასევე კახეთის, ქვემო ქართლის, აჭარის, გურიის და იმერეთის რეგიონიდან 10 მოქალაქე, რომლებმაც თვითიზოლაციის წესები დაარღვიეს იძულებით საკარანტინო ზონაშია მოთავსებული", - ნათქვამია შსს-ს განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ამ დროისათვის, თვითიზოლაციის წესების დარღვევის გამო, საკარანტინო ზონებში იძულების წესით ჯამში 22 ადამიანია გადაყვანილი. 

"შეგახსენებთ, რომ საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს და პატივი სცეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამსახურის გადაწყვეტილებებს", - წერია განცხადებაში.

შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ მაღალი საზოგადოებრივი პასუხისმგებლობა და დაემორჩილონ აღნიშნულ რეგულაციებს. 

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 30 შემთხვევაა დაფიქსირებული. 

კომენტარები