კორონავირუსი

პოლონეთში 15 მინისტრი კარანტინშია

GETTY IMAGES

პოლონეთში 15 მინისტრი კარანტინშია. ინფორმაცია პოლონეთის პრემიერმინისტრის პრესსპიკერმა, მიხალ დვორჩუკმა დაადასტურა

15 მინისტრი კარანტინში მას შემდეგ გადაიყვანეს, რაც გუშინ, 16 მარტს, კორონავირუსი პოლონეთის გარემოს დაცვის მინისტრს, მიხალ ვოსს დაუდასტურდა

პოლონეთში მთავრობის სხდომა 10 მარტს გაიმართა. მას 16 მინისტრი ესწრებოდა, ერთ-ერთი ვოსი იყო. 24 მინისტრიდან 9 მთავრობის სხდომას არ დაესწრო, მათ შორის, პრემიერმინისტრი და ჯანდაცვის მინისტრი. 

თხუთმეტივე მინისტრს კორონავირუსზე ტესტირება გუშინ, 16 მარტს, საღამოს ჩაუტარდა. მათი პასუხები დღეს უნდა გახდეს ცნობილი. 

პოლონეთში კორონავირუსით ინფიცირების 177 შემთხვევაა გამოვლენილი. გარდაიცვალა 4 ადამიანი. 3 პირის ჯანმრთელობის მდგომარეობა კრიტიკულია. 

მსოფლიოში, ბოლო მონაცემებით, კორონავირუსით 182 742 ადამიანი დაინფიცირდა, გარდაიცვალა - 7 174. გამოჯანმრთელდა 79 883 პირი. 

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ კორონავირუსი პანდემიად გამოაცხადა.

 

კომენტარები